2020-02-08
ბრძანება №: 05/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების, ასევე ზოგიერთი დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 
                                                                                                                                    
№ 05/29 - 01
05.02.2020
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების, ასევე ზოგიერთი დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 30 დეკემბრის N18 ოქმის  საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. პეტრე ადამაძე  - „ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობა და მისი სრულყოფის გზები ორგანიზაციაში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  ეკა ჩოხელი
1.2. ბექა თოფურია   - „ხარისხის მართვის მოდელირება სასტუმრო ბიზნესში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  ეკა ჩოხელი
1.3. ნინო ვარდიაშვილი - „სტრატეგიული ლიდერობის გავლენა ორგანიზაციის ეფექტიანობაზე ქართულ კომპანიებში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  მანანა ხარხელი
1.4. მიხეილ მაკასარაშვილი - „ორგანიზაციული სტრუქტურები და მართვის თავისებურებები სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებულ ორგანიზაციებში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  მანანა ხარხელი
1.5. ეკა მაღლაფერიძე - „დისტანციური მუშაობის თავისებურებები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  ნატალია ხარაძე
1.6. ვლადიმერ ფაშოღლი - “საქართველოს ეკონომიკაზე კაპიტალის ბაზრის განვითარების გავლენის შეფასება DSGE მოდელის გამოყენებით ”. 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:   პროფესორი  იური ანანიაშვილი
1.7. ანა ფოლოდაშვილი - “უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კლასტერის ეკოსისტემის ფორმირების მექანიზმები საქართველოში” 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული  პროფესორი  ინეზა გაგნიძე
1.8. სოფიო სტეფანიშვილი - “ტურისტული პროდუქტების ფინანსური მოდელირების სრულყოფის ძირითადი  სტრატეგიები (საქართველოს მაგალითზე).” 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:    პროფესორი  იოსებ ხელაშვილი
1.9. მარიამ გოგოჭური - „სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში“.
მეცნიერ-ხელმძღვანელი:    ასისტენტ-პროფესორი  ვალერი არღუთაშვილი
1.10. ცოტნე გოგიშვილი - „დოლარიზაციის ოპტიმიზაცია და მისი მაკროეკონომიკური ეფექტები საქართველოში” 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:ასოცირებული პროფესორი  მალხაზ ჩიქობავა
1.11. მირიან თედიაშვილი  - “სახელმწიფო  ვალის  გამოყენების  გზები  საქართველოში” 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:ასოცირებული პროფესორი  მალხაზ ჩიქობავა
1.12. სალომე თვალოძე  - “გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ფაქტორების ინტეგრაცია მაკროეკონომიკურ ანალიზში”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  ნაზირა კაკულია
1.13. თინათინ ლოლაძე - „ინოვაციების როლი ეკონომიკაში და მისი გავლენა უმუშევრობაზე“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  მურმან ცარციძე
1.14. ირაკლი მუხიგულიშვილი - “საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პოტენციალი და მისი გავლენა  ეკონომიკაზე“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:ასოცირებული პროფესორი  მალხაზ ჩიქობავა
1.15. თათია ქართველიშვილი - „ქუთაისის შრომის ბაზრის ფორმირება და რეგულირება”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი  მირიან ტუხაშვილი
1.16. ნათია ტერტერაშვილი- ,,უძრავი ქონების ბაზრის განვითარების თავისებურებები საქართველოში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  შოთა შაბურიშვილი
1.17. ირმა ვარდანაშვილი - ,,საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობები გლობალურ ბიზნეს გარემოში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  შოთა შაბურიშვილი
2. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ქრისტინე უგლავას, სადისერტაციო თემის: „რაციონალური რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი განხორციელების ინოვაციური მექანიზმი“ ნაცვლად დაუმტკიცდეს: "ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება  და მისი ადგილი მდგრად განვითარებაში".
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  გულნაზ ერქომაიშვილი
3. ეკონომიკის  სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებს ლევან დგებუაძეს და  თამარ ბარბაქაძეს, მეცნიერ ხელმძღვანელად პროფესორ ნოდარ ხადურის  ნაცვლად  დაენიშნოთ ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,    პროფესორი გიორგი ღაღანიძე

« უკან დაბრუნება