დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
N#19/23_01 10. 09. 2012
სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისა და სტუდენტთა შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. იმ შემთხვევებში, როდესაც საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ერთი და იგივე სასწავლო დისციპლინა იკითხება სხვადასხვა აკადემიური პერსონალის და/ან მოწვეული ლექტორების მიერ, უზრუნველყოფილი უნდა იქნას სტუდენტთა შეფასების ერთიანი მიდგომა, რომელიც ფიქსირდება სასწავლო დისციპლინის სილაბუსში;
2. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინის სწავლების ძირითადი და დამხმარე ლიტერატურა აღნიშნული სასწავლო დისციპლინის სილაბუსში უცვლელია. სილაბუსში ცვლილებების შეტანის წესი განსაზღვრულია თსუ (თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება 47/2011
25 მაისი, 2011, საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა, თავი 2) და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესების მიხედვით;
3. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინის საგამოცდო საკითხებისა და საგამოცდო ბილეთების უნიფიცირების მიზნით, მ.წ. 1 ოქტომბრამდე კათედრის ხელმძღვანელებმა დაასახელონ ის აკადემიური ან მოწვეული პირი, რომელიც მოახდენს საგამოცდო საკითხების ან ბილეთების შედგენას და შემდგომ გადაგზავნას საგამოცდო ცენტრში, საგამოცდო ცხრილის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადაში;
4. ბრძანების პირველი და მეორე პუნქტებზე კონტროლი დაევალოს შესაბამისი კათედრების ხელმძღვანელებს;
5. ბრძანების მესამე პუნქტით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებისათვის აუცილებელი საინფორმაციო-ნორმატიული მასალებით კათედრების უზრუნველყოფა და ბრძანების მესამე პუნქტის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს;
6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს საგანმანათლებლო-სამეცნიერო საკითხებში;
7. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი აკაკი ხელაძე