2018-02-28
ბრძანება №:04/29 -01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 04/29 -01
23.02.2017
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა)პროფესორი ნუგზარ თოდუა – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი დავით ნარმანია;
გ) პროფესორი დემურ სიჭინავა;
დ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
ე) პროფესორი თეიმურაზ შენგელია;
ვ) პროფესორი იოსებ ხელაშვილი;
ზ) ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე;
თ) ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე;
ი) ასისტენტ-პროფესორი ლეილა ქადაგიშვილი – მდივანი.
2. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი იური ანანიაშვილი;
გ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;
დ) პროფესორი რევაზ გველესიანი;
ე) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
ვ) აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა;
ზ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე;
თ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
ი)პროფესორი ნოდარ ხადური;
კ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
ლ) ასოცირებული პროფესორი ჯემალ ხარიტონაშვილი;
მ) ასისტენტ-პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი - მდივანი;
3. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი (ოთახი № 513) განხორციელდეს 2018 წლის 1 მარტს 10:00 სთ-ზე.
4. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის მიმართულებით (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი (ოთახი № 515) განხორციელდეს 2018 წლის 1 მარტს 10:00 სთ-ზე.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება