2015-07-13
ბრძანება №:19/29 - 01
“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ” ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 12 ივნისის № 15/29 - 1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№19/29 - 01
07.07.2015
ქ.თბილისი
“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ” ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 12 ივნისის № 15/29 - 1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილის ე. ლეკაშვილის წერილის (#3843/09; 07.07.2015) საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ” ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 12 ივნისის № 15/29 - 1 ბრძანებაში:
ა) ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი – კომისიის თავმჯდომარე;“
გ) ბრძანების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი, თსუ მაღლივი კორპუსის უკანა შესასვლელი, ოთახი №06) განხორციელდეს 18.07.2015 წ., 10:00 სთ-ზე;“
2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თ. ბერიძე
« უკან დაბრუნება