2019-07-02
ბრძანება №:32/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტისთვის დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№32/29 - 01
02.07.2019
ქ.თბილისი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 12 ივნისის N10 ოქმის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ რატი მექვაბიშვილს, სადისერტაციო თემის: ,,კოოპერაციის წინააღმდეგობები ტრანსფორმაციულ ეკონომიკაში (საქართველოს მაგალითზე)“ ნაცვლად დაუმტკიცდეს: „სახელმწიფო ინსტიტუტების როლი პროსოციალური ქცევის და ეფექტიანი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირებაში“.
დაუმტკიცდეს მეცნიერ-ხელმძღვანელები:
პროფესორი ჯონათან შულცი, ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორ კრის სტამერის ნაცვლად.
ასოცირებული პროფესორი ინგა ბალარჯიშვილი.
2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე
« უკან დაბრუნება