2018-09-11
ბრძანება №:12/29 -0

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე (ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი ) კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება


№ 12/29 -01
10.09.2018 წ.
ქ.თბილისი


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე (ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი ) კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ეკონომიკის სადოქტორო  პროგრამაზე  გასაუბრების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ღაღანიძე - პროფესორი, დეკანი (თავმჯდომარე);
ბ) ვლადიმერ პაპავა  - აკადემიკოსი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
   გ) ავთანდილ სილაგაძე  -  აკადემიკოსი;
   დ)იური ანანიაშვილი  -  პროფესორი;
   ე) თეიმურაზ ბერიძე  - პროფესორი;
   ვ) რევაზ გველესიანი - პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
   ზ) სიმონ გელაშვილი - პროფესორი;
   თ) ელგუჯა მექვაბიშვილი - პროფესორი;
   ი) ნოდარ ხადური - პროფესორი;
   კ) ეთერ ხარაიშვილი - პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
   ლ) მირიან ტუხაშვილი - პროფესორი;
   მ) ნინო ფარესაშვილი - დეკანის მოადგილე;
   ნ) მანანა ლობჟანიძე -სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ბიზნესის ადმინისტრირების  სადოქტორო პროგრამაზე გასაუბრების დარგობრივი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ღაღანიძე _ პროფესორი, დეკანი (თავმჯდომარე)
ბ) ნუგზარ თოდუა _ პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
გ) ირაკლი კოვზანაძე _ პროფესორი
დ) დავით ნარმანია _ პროფესორი
ე) დემურ სიჭინავა –პროფესორი
ვ) ლევან საბაური _ პროფესორი
ზ) თეიმურაზ შენგელია _ პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
თ) ეთერ ხარაიშვილი _ პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
ი) ნინო ფარესაშვილი –დეკანის მოადგილე
კ) მანანა ლობჟანიძე _სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი
3.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის  სადოქტორო პროგრამაზე გასაუბრების დარგობრივი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ღაღანიძე _ პროფესორი, დეკანი (თავმჯდომარე)
ბ) იოსებ ხელაშვილი _ პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
გ) ეთერ ხარაიშვილი _ პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
დ) ნინო ფარესაშვილი – ასოცირებული პროფესორი,  დეკანის მოადგილე
ე) ნანა კაციტაძე _ ასოცირებული პროფესორი
ვ) მანანა ლობჟანიძე _სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი

4. გასაუბრება ჩატარდეს  (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი № 206) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება - 11.09.2018 წ., 10:00 სთ., ეკონომიკის მიმართულება - 12.09.2018 წ., 10:00 სთ და ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის   მიმართულება  - 13.09.2018 წ., 10:00 სთ.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი               გიორგი ღაღანიძე



« უკან დაბრუნება