2020-06-19
ბრძანება №:12/29-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტი დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების წარმოდგენის ვადისა და საბუთების მიმღები კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დეკანის ბრძანება
№12/29-01
18.06.2020წ.
ქ. თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტი დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების წარმოდგენის ვადისა და საბუთების მიმღები კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტი დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების მიღების ვადად განისაზღვროს 2020 წლის 23 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
2. საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: lali.chikviladze@tsu.ge
3. საკონკურსო საბუთების მიღება განახორციელოს საბუთების მიმღებმა კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
ბ) ლალი ჩიკვილაძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2020 წლის 27 მაისის №11/29-01 ბრძანება.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე