დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
N#18/23_01 10. 09. 2012
სამაგისტრო ნაშრომების დაცვის დამატებით ვადაში ჩატარების ორგანიზების მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დაინიშნოს სამაგისტრო ნაშრომების დაცვა 2012 წლის 20 სექტემბერს, თსუ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-16 მუხლის, მე-3 პუნქტის, ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე;
2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის უფლება აქვთ იმ მაგისტრანტებს, რომლებიც ვერ გამოცხადნენ 2012 წელს 17 და 16-21…ივლისს დანიშნულ სამაგისტრო ნაშრომების დაცვებზე საპატიო მიზეზით;
3. წარმოადგინოს 2012 წლის 18 სექტემბრისათვის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა იმ მაგისტრანტთა სია, რომლებსაც ექნებათ უფლება გავიდნენ 2012 წლის 20 სექტემბერს დანიშნულ დაცვაზე;
4. გაუგრძელდეს ფუნქციონირების ვადა დეკანის ა. წ. 3 ივლისის #14/23_01 ბრძანებით დამტკიცებულ სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიებს;
5. ბრძანებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
6. ბრძანება განთავსდეს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესი
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ა. ხელაძე