2019-01-18
ბრძანება №:17/29-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირება და ეკონომიკა) მობილობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№17/29-01
17.01.2019წ.ქ. თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირება და ეკონომიკა) მობილობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „კ“, ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირება ეკონომიკა და ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი) მობილობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
გ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი – დეკანის მოადგილე;
დ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - დეკანის მოადგილე;
ე) ასისტენტ–პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი.
2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე
« უკან დაბრუნება