2016-02-12
ბრძანება №:08/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა პრაქტიკის ანგარიშებისა და კვლევითი პროექტების დამატებითი დაცვების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№   08/29 - 01
11.02.2016
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა პრაქტიკის ანგარიშებისა და კვლევითი პროექტების დამატებითი დაცვების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნანა კაციტაძის 2016 წლის 10 თებერვლის №679/29 წერილის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    შეიქმნას ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა პრაქტიკის ანგარიშებისა და კვლევითი პროექტების დამატებითი დაცვების მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი  – ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი  ნანა კაციტაძე;
გ) მამუკა ხუსკივაძე – ეკონომიკისა და და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი;          
დ) მერაბ ზედგინიძე – ეკონომიკისა და და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის მთავარი სპეციალისტი, ეკონომიკის დოქტორი;          
ე) ასისტენტ-პროფესორი ვალერი არღუთაშვილი;
ვ) ასისტენტ-პროფესორი მერაბ ხოხობაია.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,   პროფესორი    თეიმურაზ ბერიძე  

« უკან დაბრუნება