2017-09-08
ბრძანება №:14/29 - 1

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლისთვის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№14/29 - 1
25.08.2016             
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლისთვის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები კომისიის  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი №4 დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დებულების“ 26-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს  მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები კომისია შემდეგი  შემადგენლობით:
ა) ელისო კვირკაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ბ)  ნათია ჟღენტი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
გ) ნინო დოხტურიშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
2.    დამტკიცდეს  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები კომისია შემდეგი  შემადგენლობით:
ა) მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
ბ) ლალი ჩიკვილაძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი       თეიმურაზ ბერიძე  


« უკან დაბრუნება