ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-05-10

თსუ სტუდენტთა 73-ე კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
N   #11/23_01                                                 10.05.2013
თსუ სტუდენტთა 73-ე კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ორ ეტაპად:
•    საკათედრო (20-24 მაისი);
•    საფაკულტეტო (30-31 მაისი);
    
2.     წარმოდგენილ იქნეს 2013 წლის 15 მაისამდე სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში კათედრაზე კონფერენციის ჩატარების თარიღი; ჟიურის შემადგენლობა; მომხსენებლის გვარი და სახელი სრულად, კურსი, ელ-ფოსტა, ტელეფონი; მოხსენების სრული დასახელება; სტუდენტის მეცნიერ-ხელმძღვანელის გვარი და სახელი, აკა¬დემიური  თანამდებობა და სამეცნიერო  ხარისხი;

3.     წარმოდგენილ იქნეს 2013 წლის 27 მაისამდე  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში კათედრებიდან კონფერენციის შედეგები:   საუკეთესო მოხსენების ავტორი სამი  ბაკალავრიატის სტუდენტი და სამი  მაგისტრატურის სტუდენტი და სამი  დოქტორანტი;

4.    წარგზავნილ იქნეს საფაკულტეტო კონფერენციის  გამარჯვებული სამი სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) საუნივერსიტეტო  73-ე კონფერენციაზე;

5.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსს მანანა ლობჟანიძეს;

6.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                  ა. ხელაძე


Print

« იხ. ყველა სიახლე