2017-02-22
ბრძანება №:06/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 06/29 - 01
21.02.2017
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. ლია გვაზავა - „ელექტროენერგეტიკული სექტორის ბუნებრივი მონოპოლიების დანახარჯების აუდიტი მარეგულირებელი მიზნებისათვის“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლევან საბაური;
1.2. ლაშარი ქურდაშვილი - „ადამიანური კაპიტალის კომპონენტი ტრანსნაციონალური კომპანიების მართვაში", მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე;
1.3. თინათინ მეძმარიაშვილი - ,,ბიზნესის ჩართულობა საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი;
1.4. ოთარ ანგურიძე - „საერთაშორისო ფინანსების ზეგავლენა საქართველოს ფინანსური სისტემის უსაფრთხოებაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:ასოცირებული პროფესორი ლარისა ყორღანაშვილი;
1.5. ლია ოხანაშვილი - მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე;
1.6. თეონა ბერიაშვილი - „ადგილობრივი თვითმმართველობის როლი კონკურენტუნარიანი სამშენებლო სექტორის ფორმირებაში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი დავით ნარმანია;
1.7. ელენე განაია - „ პროექტების მართვის სრულყოფის მიმართულებები მთიან რეგიონებში (ზემო სვანეთის მაგალითზე)’’, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი;
1.8. გვანცა სისოშვილი - “ბიზნეს-რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე;
1.9. მაკა გველესიანი - ,,ხარისხის შიდა უზრუნველყოფის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე;
1.10. სიმონ გეგეშიძე - ‘’აგრარული პროექტების მართვის თავისებურებანი და ეფექტიანობის ამაღლების გზები საქართველოში", მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გიული ქეშელაშვილი;
1.11. ზვიად დეკანოიძე - „საერთაშორისო პროექტების მართვის თანამედროვე გამოწვევები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი;
1.12. ნიკა სონღულაშვილი - “ სამეწარმეო რისკების მართვა ქართული კომპანიების მაგალითზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი;
1.13. ვახტანგ ფრუიძე - „საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი ადამიანური რესურსების ეფექტიანობის ამაღლებაში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე;
1.14. მარიამ ხარატიშვილი - „ოპერაციების მართვის სრულყოფის გზები საქართველოს სადაზღვევო დარგში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;
1.15. ვანო ბენიძე – ,,კონკურენცია და ინოვაციური განვითარების ფაქტორები მცირე და საშუალო ბიზნესში’’, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
1.16. ქუჯი ბიჭია– ,,ჯგუფური ქცევის გავლენა ინდივიდუალურ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
1.17. მარიამ საღარეიშვილი: ,,აგროსასურსათო პროდუქტების კონკურენტუნარიანობა და საერთაშორისო ბაზრებზე შესვლის სტრატეგიები’’, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
1.18. ნინო საღარეიშვილი –,,სტიმულირების პროგრამების გავლენა ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქტების წარმოების ზრდაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
1.19. დემნა ძირკვაძე –,,საკრედიტო კოოპერატივები და აგრობიზნესის განვითარების მოდელები საქართველოში’’, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
1.20. მაცაცო ტეფნაძე – ,,კლასტერების ფორმირების თავისებურებები საქართველოში’’ (კახეთის რეგიონის მაგალითზე), მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე;
1.21. ნინო ტუხაშვილი – ,,პიროვნების მარკეტინგის გამოყენების თავისებურებები და პერსპექტივები საქართველოში’’, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა;
1.22. ზურაბ ბაბუაძე – ,,კომპიუტერული გრაფიკის გამოყენების თავისებურებები და პერსპექტივები ქართული კომპანიების მარკეტინგულ საქმიანობაში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა;
1.23. ლევან დანელია – ,,საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს სამთო-სათხილამურო ტურისტული პროდუქტის პოზიციონერებისათვის მარკეტინგული მიდგომები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა;
1.24. გიორგი რობაქიძე– ,,საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტის განთავსების მარკეტინგული სტრატეგიების ფორმირება“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა
1.25. ნინო ჩიქვანაია – ,,საქართველოში გამაჯანსაღებელი ტურიზმის ბაზრის განვითარებისათვის მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა;
1.26. მარიამ ქუთათელაძე – ,,სასტუმროს მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის სტრატეგიები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
1.27. იზა ბუკია – ,,საგადასახადო პოლიტიკის გავლენა მეწარმეობის განვითარებაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი;
1.28. ნიკა ჩიტიშვილი – ,,ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა და მისი განხორციელების სტრატეგია საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი;
1.29. ნინო გრძელიშვილი – ,,სოციალური პოლიტიკის სრულყოფის მიმართულებები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი;
1.30. ერეკლე ზარანდია – ,,ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი;
1.31. ეკატერინე ოშხერელი - ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების სრულყოფის გზები საქართველოში”, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
1.32. გიორგი ხორავა - ,,საქართველოს ზღვისპირა ზოლის შრომის ბაზრის ფორმირება და მისი განვითარების სტრატეგია“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
1.33. ირაკლი გაბრიაძე - ,,ინსტიტუციური ფაქტორები ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მოდელებში (პოსტსაბჭოთა სივრცის მაგალითზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი იური ანანიაშვილი;
1.34. დავით წიკლაური - ,,საბანკო საქმიანობის სრულყოფა თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით (საქართველოს ბანკის მაგალითაზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი დემურ სიჭინავა;
1.35. მიხეილ გოდოლაძე - ,,ფინანსური აუდიტის შედეგების ანალიზის სრულყოფა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მაგალითზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ენვერ ლაგვილავა;
1.36. ვლადიმერ ზექალაშვილი - ,,ინფორმაციული ბიზნესი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ენვერ ლაგვილავა.
2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება