2014-09-01
ბრძანება №:20/29-1

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღები (ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№20/29-1       
01.09.2014   
ქ.თბილისი 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღები (ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტისა და თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე-4 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:

1. შეიქმნას დოქტორანტობის კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისია ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე შემდეგი შემადგენლობით:


ა) ვლადიმერ პაპავა  –აკადემიკოსი, რექტორი;
ბ )თეიმურაზ ბერიძე  –ასოცირებული პროფესორი, დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
გ)ელგუჯა მექვაბიშვილი  –პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
დ)მანანა ლობჟანიძე –სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი;
ე)ნინო პაპაჩაშვილი– ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ვ)ნუგზარ თოდუა –პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ზ)თეიმურაზ შენგელია –პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
თ)მაია მარგველაშვილი– პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ი)ირაკლი კოვზანაძე– პროფესორი, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
კ)ელენე ხარაბაძე–პროფესორი;
ლ)იაკობ მესხია– პროფესორი;
მ)დავით ნარმანია –პროფესორი;
ნ)გიორგი ღაღანიძე –პროფესორი;
ო)დემურ სიჭინავა –პროფესორი.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


დეკანი, ასოცირებული პროფესორი                                          თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება