2016-02-22
ბრძანება №:11/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№ 11/29 - 01
22.02.2016  
ქ.თბილისი


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ       


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
ა) გიორგი ხუციშვილი - სადისერტაციო თემა: „ინფორმაციული ტექნოლოგიების გავლენა შრომის ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლებაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:   ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი;
 ბ) ირაკლი დანელია - სადისერტაციო თემა: ,,ინსტიტუტების გავლენა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ნინო პაპაჩაშვილი;
გ) ნათია ჯიბლაძე - სადისერტაციო თემა: ,,საქართველოს ექსპორტის დივერსიფიკაციის პერსპექტივები საფინანსო ინსტიტუტების ხელშეწყობით“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: ასოცირებული პროფესორი ნინო პაპაჩაშვილი;
დ) ლია გვაზავა - სადისერტაციო თემა: ,,ელექტრონული სექტორის ბუნებრივი მონოპოლიების დანახარჯების აუდიტი მარეგულირებელი მიზნებისთვის“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლევან საბაური;
ე) მარინე გუმბერიძე - სადისერტაციო თემა: ,,პოსტსაბჭოთა პერიოდის თბილისის დემოგრაფიული სიტუაციის სტატისტიკური კვლევა“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მერაბ ხმალაძე;
ვ) თათია ბრეგვაძე - სადისერტაციო თემა: ,,ინოვაციური მარკეტინგის გამოყენების პერსპექტივები და პრობლემები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა;
ზ) თამარ ჯანგულაშვილი - სადისერტაციო თემა: ,,სოციალური მარკეტინგის როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესების ხელშესაწყობად (საქართველოს მაგალითზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი ჩარიტა ჯაში;
თ) გიორგი მარიდაშვილი  - სადისერტაციო თემა: ,,მარკეტინგის განვითარების თანამედროვე ასპექტები პროფესიულ სპორტში (საქართველოს მაგალითზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი ბაბულია მღებრიშვილი.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,    პროფესორი   თეიმურაზ ბერიძე         
 

« უკან დაბრუნება