2015-07-13
ბრძანება №:18/29 - 1

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე „მრავალდარგოვანი ინგლისურ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შესაქმნელად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

 
სიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება                                                                                                                                   

№ 18/29 - 1
6.07.2015
ქ.თბილისი


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  „მრავალდარგოვანი ინგლისურ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შესაქმნელად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  „მრავალდარგოვანი ინგლისურ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შესაქმნელად სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი გია ღაღანიძე;
გ) ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე;
დ) ასოცირებული პროფესორი თამაზ ზუბიაშვილი;
ე) ასოცირებული პროფესორი მარინე მინდორაშვილი - კომისიის მდივანი;
ვ) ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი;
ზ) ასოცირებული პროფესორი ჩარიტა ჯაში.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანი, პროფესორი   თ. ბერიძე


« უკან დაბრუნება