2015-06-11
ბრძანება №:14/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№14/29 - 01
10.06.2015
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
ა) მარიამ კევლიშვილი - სადისერტაციო თემა: „ონლაინ-კომუნიკაციის ინსტრუმენტები და დროის მენეჯმენტი“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე;
ბ) ნოდარ ქიტიაშვილი - სადისერტაციო თემა: „ბიზნეს-პროექტების მართვის სრულყოფის მიმართულებები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი გიორგი შიხაშვილი;
გ) გიორგი ჭურაძე - სადისერტაციო თემა: „საკადრო პოლიტიკა და მისი სრულყოფის ღონისძიებები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი გიული ქეშელაშვილი;
დ) რევაზ გერაძე - სადისერტაციო თემა: „ფინანსური ლიბერალიზაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე.
2.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროს მანანა ლობჟანიძეს.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.





ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი        თეიმურაზ ბერიძე      


                                                                                                

« უკან დაბრუნება