2012-09-19
N#21/23_01 19.09.2012.
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (თსუ რექტორის 23.08.2012 ბრძანება №:111/01-01 ორგანიზებულად ჩატარების მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეიქმნას საბუთების მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. კანცელარიის უფროსი ეთერ გიგაური; 2. კანცელარიის უფრ. სპეციალისტი სოფიო ოდიშარია;
• დაევალოს საკონკურსო საბუთების მიმღებ აპარატს 2012 წლის 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბერის ჩათვლით საკონკურსო საბუთების მიღება 10.00 საათიდან 17.00 საათამდე, შესვენება 13.00-14.00 სთ. შაბათ-კვირის გარდა (მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2, ოთახი #608);
2. განისაზღვროს საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან ორი სამუშაო დღე _ 2012 წლის 8 და 9 ოქტომბერი (10.00 - 17.00 სთ., შესვენება 13.00 -14.00 სთ.) შესაბამისი დოკუმენტაციის განმეორებით წარმოდგენის მიზნით იმ შემთხვევებისთვის, თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ დარღვეული იქნება განაცხადებისა და კონკურსანტის ანკეტის წარმოდგენის მოთხოვნები უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის 17/2012 დადგენილების მე-9 პუნქტის შესაბამისად;
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
4. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი ა. ხელაძე
« იხ. ყველა სიახლე