2012-07-27
დეკანის ბრძანება
N#15/23_01 27.07.2012
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღების (თსუ რექტორის 16.07.2012 ბრძანება #86/01-01) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეიქმნას საბუთების მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. კანცელარიის უფროსი ეთერ გიგაური; 2. კანცელარიის უფრ. სპეციალისტი სოფიო ოდიშარია 2. პროფესორის ასისტენტი რუსუდან მაისურაძე;
2. დაევალოს შიდა მობილობის საბუთების მიმღებ აპარატს სოფიო ოდიშარიას და რუსუდან მაისურაძეს 2012 წლის 30 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ხოლო ეთერ გიგაურს და რუსუდან მაისურაძეს 2012 წლის 6 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით შიდა მობილობის საბუთების მიღება 9.00 საათიდან 18.00 საათამდე, შესვენება 13.00-14.00 სთ, შაბათ-კვირის გარდა.
3. განისაზღვროს შიდა მობილობის განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების შემდეგ კრედიტების აღიარების კომისიისათვის დოკუმენტაციის გადაცემა 13 აგვისტო.
4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორცილებ პირადად;
5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი ა. ხელაძე
« იხ. ყველა სიახლე