2014-07-02
ბრძანება №:13/29 - 1
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (რექტორის ბრძანება №79/01–01, 5.06.2014) და ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (რექტორის ბრძანება №80/01–01, 5.06.2014 ) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 13/29 - 1
2.07.2014
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (რექტორის ბრძანება №79/01–01, 5.06.2014) და ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (რექტორის ბრძანება №80/01–01, 5.06.2014 ) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა საფუძველზე, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
• კანცელარიის უფროსი - ეთერ გიგაური.
• კანცელარიის უფროსი სპეციალისტი - სოფიო ოდიშარია.
2. დაევალოს საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს 2014 წლის 7 ივლისიდან 2014 წლის 17 ივლისის ჩათვლით საკონკურსო საბუთების მიღება მისამართი: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, უნივერსიტეტის XI კორპუსი, ოთახი №428, ხოლო 2014 წლის 18 ივლისიდან 2014 წლის 25 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი №310, საბუთების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 13:00-14:00სთ.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დეკანის მოვალეობის შემსრულებელი,
ასოც. პროფესორი მ. ჩავლეიშვილი
« უკან დაბრუნება