2016-01-30
ბრძანება №: 02/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 02/29 - 01
25.01.2016
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 16 აპრილის №55/01-01 ბრძანების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა)პროფესორი თეიმურაზ ბერიძე – ფაკულტეტის დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი სიმონ გელაშვილი
გ) პროფესორი რევაზ გველესიანი;
დ)პროფესორი ნუგზარ თოდუა;
ე) პროფესორი ნოდარ ხადური;
ვ)პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
ზ) ასოცირებული პროფესორი ლევან საბაური;
თ) ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე;
ი) ასისტ. პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი – მდივანი.
2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი (მაღლივი), ოთახი №513) განხორციელდეს 2016 წლის 23 თებერვალს 10:00 სთ-ზე;
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება