2016-02-12
ბრძანება №:06/29 - 01
სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამებში განსახორციელებელი ცვლილებებისა და ფაკულტეტის ანკეტა-კითხვარით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 06/29 - 01
09.02.2016
ქ.თბილისი
სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამებში განსახორციელებელი ცვლილებებისა და ფაკულტეტის ანკეტა-კითხვარით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამებში განსახორციელებელი ცვლილებებისა და ფაკულტეტის ანკეტა-კითხვარით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენის მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი იური ანანიაშვილი;
გ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;
დ) პროფესორი რევაზ გველესიანი;
ე) პროფესორი ქეთევან მარშავა;
ვ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
ზ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე;
თ) პროფესორი ნოდარ ხადური;
ი) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
კ) ასოცირებული პროფესორი ლელა ბახტაძე;
ლ) ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
2. განისაზღვროს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამებში განსახორციელებელი ცვლილებებისა და ფაკულტეტის ანკეტა-კითხვარით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენის მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
გ) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე;
დ) პროფესორი იაშა მესხია;
ე) პროფესორი დავით ნარმანია;
ვ) პროფესორი დემურ სიჭინავა;
ზ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
თ) პროფესორი თემურ შენგელია;
ი) პროფესორი ელენე ხარაბაძე;
კ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
ლ) ასოცირებული პროფესორი ლევან საბაური.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება