2019-11-26
ბრძანება №:43/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№43/29 - 01
26.11.2019
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 22 ნოემბრის N15 ოქმის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ დარეჯან ოზმანოვის, სადისერტაციო თემის: „ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების ძირითადი პერსპექტივები ტუროპერატორულ ბიზნესში (საქართველოს მაგალითზე)“ ნაცვლად დაუმტკიცდეს: "საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების პერსპექტივები ბიზნესრეგულირების კონტექსტში".
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ ხელაშვილი;
2. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაია გრიგოლიას, მეცნიერ-ხელმძღვანელად, პროფესორ ნოდარ ხადურის ნაცვლად, დაენიშნოს ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
3. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ოთარ ანგურიძეს, მეცნიერ-ხელმძღვანელად, პროფესორ იაშა მესხიას ნაცვლად, დაენიშნოს ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე.
4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, გიორგი ღაღანიძე
« უკან დაბრუნება