2014-05-21
ბრძანება №:9/29 - 1

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების დადგენის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№  9/29 - 1
21.05.2014
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების დადგენის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” და “ე” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 16 აპრილის #55/01-01 ბრძანების შესაბამისად,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების დადგენის მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1.    მარინა ჩავლეიშვილი     (თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე)
2.    აკაკი მიქაბერიძე    (დეკანის მოადგილე)
3.    ირმა მშვენიერაძე    (სასწავლო პროცესის მართვის  სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი )
4.    ია ნაცვლიშვილი    (ასოცირებული პროფესორი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი)
5.    გვანცა ხასია    (სასწავლო პროცესის მართვის  სამსახურის უფროსი სპეციალისტი )
6.    ლალი კობახიძე    (სასწავლო პროცესის   მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი)
7.    ლალი ჩიკვილაძე    (სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი)
8.    ელისო კვირკაშვილი    (სასწავლო პროცესის მართვის   სამსახურის უფროსი სპეციალისტი)

2.    კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით კომისია ვალდებულია ,,საქართვე-ლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილებით დაადასტუროს ან/და შექმნას შესაბამისი ინფორმაცია.
3.    მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს საქმესთან დაკავშირებით უნივერსიტეტში არსებულ/მოძიებულ ყველა ინფორმაციას და მასში წარმოდგენილი უნდა იყოს ამ ინფორმაციის ანალიზი.
4.    შექმნილი დოკუმენტის (თარიღი, ნომრის, კვალიფიკაციის) დადგენის საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია იხელმძღვანელოს საქმეში არსებული დოკუმენტის ანალოგიით, ასევე საქმეში არსებული სამართლებრივი აქტების რეკვიზიტებით.
5.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
6.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
7.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



დეკანი, ასოცირებული პროფესორი                                       თეიმურაზ ბერიძე

« უკან დაბრუნება