2017-05-16
ბრძანება №: 09/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესისა“ და სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№09/29 - 01
15.05.2017
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესისა“ და სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესი (იხ. დანართი);
2. დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანების 1-ლი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წესის მიხედვით სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი სიმონ გელაშვილი;
ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
გ) აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში;
დ) ირმა მშვენიერაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
ე) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი - დეკანის მოადგილე;
ვ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - დეკანის მოადგილე;
ზ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება