2020-07-13
ბრძანება №:18/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 18/29 - 01
09.07.2020
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
გ) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე;
დ) პროფესორი დავით ნარმანია;
ე) პროფესორი ლევან საბაური;
ვ) პროფესორი თემურ შენგელია;
ზ) პროფესორი დემურ სიჭინავა;
თ) პროფესორი იოსებ ხელაშვილი;
ი) ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი - მდივანი
ეკონომიკის მიმართულება
ა) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა;
გ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
დ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
ე) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;
ვ) პროფესორი იური ანანიაშვილი;
ზ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;
თ) პროფესორი რევაზ გველესიანი;
ი) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
კ) პროფესორის ასისტენტი ქეთევან ჩიტალაძე - კომისიის მდივანი.
ტურიზმის მიმართულება
ა) პროფესორი იოსებ ხელაშვილი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი - ეკა ლეკაშვილი;
გ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
დ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი;
ე) ასოცირებული პროფესორი ნანული ოქრუაშვილი;
ვ) ასისტენტ-პროფესორი - მერაბ ხოხობაია;
ზ) ასისიტენტ-პროფესორი - ვალერი არღუთაშვილი
თ) პროფესორის ასისტენტი ხათუნა ჩხიკვაძე - კომისიის მდივანი.
2.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდეს შემდეგი განრიგით:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი - 03.08.2020; ( 4 მაგისტრანტი)
ბ) ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი - 03.08.2020; (2 მაგისტრანტი)
გ) მარკეტინგი - 03.08.2020; (15 მაგისტრანტი)
დ) საერთაშორისო ბიზნესი - 05.08.2020; (12 მაგისტრანტი)
ე) მენეჯმენტი - 05.08.2020; (14 მაგისტრანტი)
ვ) ფინანსები და საბანკო საქმე - 06.08.2020; (20 მაგისტრანტი)
ზ) ფინანსები და საბანკო საქმე - 07.08.2020; (17 მაგისტრანტი)
თ) ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი - 10.08.2020; (20 მაგისტრანტი)
ი) ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი - 11.08.2020. (21 მაგისტრანტი)
3.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდეს შემდეგი განრიგით:
ა) ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა - 05.08.2020; (6 მაგისტრანტი)
ბ) ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია - 05.08.2020; (2 მაგისტრანტი)
გ) ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა - 05.08.2020; (6 მაგისტრანტი)
დ) საერთაშორისო ეკონომიკა - 06.08.2020; (6 მაგისტრანტი)
ე) ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია - 06.08.2020; (4 მაგისტრანტი)
ვ) ბიზნესის ეკონომიკა - 06.08.2020; (2 მაგისტრანტი)
ზ) მაკროეკონომიკა - 07.08.2020; (16 მაგისტრანტი)
თ) თეორიული ეკონომიკა - 07.08.2020. (1 მაგისტრანტი)
4.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ტურიზმის მიმართულებით განხორციელდეს შემდეგი განრიგით:
ა) ტურიზმი - 06.08.2020. (23 მაგისრტანტი)
5. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის პროცედურა განხორციელდეს „სამაგისტრო ნაშრომების დაცვის წესის (/ge/faculties/economics/news/6GawI_V7KQZzEq74E/?p=1) შესაბამისად.
6. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
7. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
8. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი
პროფესორი
გიორგი ღაღანიძე