2017-05-23
ბრძანება №:11/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (რექტორის ბრძანება №90/01–01, 08.05.2017) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 11/29 - 01
23.05.2017
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (რექტორის ბრძანება №90/01–01, 08.05.2017) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ„ დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
• ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;
• სოფიო ოდიშარია - კანცელარიის უფროსი სპეციალისტი, აპარატის წევრი.
2. დაევალოს საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს 2017 წლის 12 ივნისიდან 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით (9:00-დან 17:00 საათამდე) საკონკურსო საბუთების მიღება მისამართი: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ X კორპუსი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარია, ოთახი №310.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება