2015-09-10
ბრძანება №:25/29 - 1
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 25/29 - 1
27.08.2015
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი №4 დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დებულების“ 26-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ელისო კვირკაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ბ) ნათია ჟღენტი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
გ) ნინო დოხტურიშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
2. დამტკიცდეს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოც. პროფესორი ნ.ფარესაშვილი
« უკან დაბრუნება