2016-01-30
ბრძანება №:03/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა პრაქტიკის ანგარიშებისა და კვლევითი პროექტების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№03/29 - 01
29.01.2016              
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა პრაქტიკის ანგარიშებისა და კვლევითი პროექტების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის ბატონ სერგო მელაძის 2016 წლის 27 დეკემბრის №377/29  წერილის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    შეიქმნას ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა პრაქტიკის ანგარიშებისა და კვლევითი პროექტების დაცვის მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი  – ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი  ნანა კაციტაძე;
გ) მამუკა ხუსკივაძე – ეკონომიკისა და და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი;          
დ) მერაბ ზედგინიძე – ეკონომიკისა და და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის მთავარი სპეციალისტი, ეკონომიკის დოქტორი;          
2.    ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა პრაქტიკის ანგარიშების დაცვა განხორციელდეს  01.02.2016 და 02.02.2016, ხოლო კვლევითი პროექტების დაცვა 03.02.2016 და 04.02.2016.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,    პროფესორი   თეიმურაზ ბერიძე      

« უკან დაბრუნება