2015-02-10
ბრძანება №:04/29 - 1
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიების შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 04/29 - 1
04.02.2015
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიების შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა)პროფესორი ელენე ხარაბაძე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
გ)პროფესორი ირაკლი კოვზანაძე;
დ)პროფესორი მაია მარგველაშვილი;
ე)პროფესორი იაშა მესხია;
ვ)პროფესორი დავით ნარმანია;
ზ)პროფესორი დემურ სიჭინავა;
თ)პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
ი) პროფესორი თემურ შენგელია;
კ) ასისტ. პროფესორი ეკატერინე გულუა – მდივანი.
2. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა)პროფესორი თეიმურაზ ბერიძე – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა;
გ)პროფესორი იური ანანიაშვილი;
დ)პროფესორი სიმონ გელაშვილი;
ე)პროფესორი რევაზ გველესიანი;
ვ)პროფესორი ქეთევან მარშავა;
ზ)პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
თ)აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე;
ი)პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
კ)პროფესორი ნოდარ ხადური;
ლ)პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
მ) ასისტ. პროფესორი ლელა ჯამაგიძე – მდივანი.
3. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი №513) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 26.02.2015 განხორციელდეს 10:00 სთ–ზე.
4. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი №515) ეკონომიკის მიმართულებით 26.02.2015 განხორციელდეს 10:00 სთ–ზე;
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისდეკანი, პროფესორი თ. ბერიძე
« უკან დაბრუნება