2016-06-06
ბრძანება №:15/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№ 15/29 - 01
30.05.2016  
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ       


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
ა) ნინო მერაბიშვილი - სადისერტაციო თემა: „სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი;
 ბ) ირაკლი კუბლაშვილი - სადისერტაციო თემა:  “საერთაშორისო ტურიზმის განვითარების  პერსპექტივები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული  პროფესორი  ნანა კაციტაძე;
გ) გურიელი ქოიავა - სადისერტაციო თემა: „საფესტივალო ტურიზმის განვითარების  პერსპექტივები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: ასოცირებული პროფესორი  ნანა კაციტაძე ;                                             
დ) გვანცა კიკნაძე  - სადისერტაციო თემა: „ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარების  პერსპექტივები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
ე) ალექსანდრე მიქელაძე - სადისერტაციო თემა: ,,ფულის გათეთრების გლობალური პრობლემა და საქართველოს გამოწვევები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი;
ვ) დავით მდივანი - სადისერტაციო თემა: ,,ქართული კომპანიების პრობლემები და პერსპექტივები ტვირთვების გადაზიდვის საერთაშორისო ბაზარზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი;
ზ) თინათინ მეძმარიაშვილი - სადისერტაციო თემა: ,,ბიზნესის ჩართულობა საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი იაკობ მესხია;
თ) ნინო მღებრიშვილი - სადისერტაციო თემა: ,,საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ტენდენციები და პერსპექტივები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლარისა ყორღანაშვილი;
ი) რუსუდან მაისურაძე - სადისერტაციო თემა: ,,მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემის სრულყოფის გზები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი იაკობ მესხია, თანახელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი ლეილა ქადაგიშვილი;
კ) თეონა გოგიტიძე - სადისერტაციო თემა: “გენმოდიფიცირებული პროდუქციისადმი ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულების მარკეტინგული კვლევა (აჭარის მაგალითზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის  დეკანი,    პროფესორი თეიმურაზ ბერიძე  

« უკან დაბრუნება