2014-09-02
ბრძანება №:21/29-1
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღები (ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№21/29-1ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
01.09.2014
ქ.თბილისი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღები (ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტისა და თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე-4 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეიქმნას დოქტორანტობის კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისია ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა –აკადემიკოსი, რექტორი;
ბ )თეიმურაზ ბერიძე –ასოცირებული პროფესორი, დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
გ)ელგუჯა მექვაბიშვილი –პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
დ)მანანა ლობჟანიძე –სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი;
ე)ია ნაცვლიშვილი –ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ვ)რევაზ გველესიანი–პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ზ)ნოდარ ხადური –პროფესორი, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
თ)იური ანანიაშვილი– პროფესორი;
ი)სიმონ გელაშვილი– პროფესორი;
კ)ავთანდილ სილაგაძე–აკადემიკოსი;
ლ)ქეთევან მარშავა– პროფესორი;
მ)მირიან ტუხაშვილი–პროფესორი;
ნ)ეთერ ხარაიშვილი–პროფესორი;
2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება