2014-06-17
ბრძანება №:12/29 - 1
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადისერტაციო საბჭოსთვის თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №45/2014 და №44/2014 დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადისერტაციო საბჭოსთვის თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №45/2014 და №44/2014 დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 12/29 - 1
17.06.2014
ქ.თბილისი
17.06.2014
ქ.თბილისი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა საფუძველზე, სსიპ-ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №45/2014 დადგენილების „დოქტურანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №44/2014 დადგენილების–„აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 17 დეკემბრის №128/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მე-3 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №44/2014 და №45/2014 დადგენილებების მოთხოვნებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოს მიერ ძალადაკარგულ სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების თავსებად აკრედიტებულ პროგრამებზე გადაყვანისას სასწავლო და კვლევითი კომპონენტების აღიარებას.
2. სამუშაო ჯგუფი დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა)ასოც. პროფესორი თეიმურაზ ბერიძე – ფაკულტეტის დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)პროფესორი ნუგზარ თოდუა;
გ)პროფესორი რევაზ გველესიანი;
დ)პროფესორი თემურ შენგელია;
ე)მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურის უფროსი;
ვ)ასოც. პროფესორი ია ნაცვლიშვილი – ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი;
ზ)პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
თ)ლალი ჩიკვილაძე – კვლევების და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
3. სამუშაო ჯგუფს დაევალოს ძალადაკარგულ სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების თავსებად აკრედიტებულ პროგრამაზე გადაყვანისას სასწავლო და კვლევითი კომპონენტის აღიარებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსთვის გადაცემა.
4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება