2014-10-28
ბრძანება №:22/29-1

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალ სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებზე (კათედრებზე) ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნების ჩატარების შესახებ

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება

№22/29-1           
28.10.2014 
ქ.თბილისი      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალ სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებზე (კათედრებზე) ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნების ჩატარების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დებულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად
ვბრძანებ:
1.    ჩატარდეს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალ სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებზე (კათედრებზე) ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები:
ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრა – 2 წევრი;
ბ) ეკონომიკის პრინციპების კათედრა –  1 წევრი;
გ) მაკროეკონომიკის კათედრა – 2 წევრი;
დ) მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა – 2 წევრი;
ე) საერთაშორისო ბიზნესის კათედრა – 2 წევრი;
ვ) საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა – 2 წევრი;
ზ) ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა – 2 წევრი.
2.    წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქუტურულ ერთეულებს დაევალოთ  არაუგვიანეს 2014 წლის 31 ოქტომბერს წარმოადგინონ ფაკულტეტის კანცელარიაში (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X) ოთახი № 310) ამონაწერი კათედრის სხდომის ოქმიდან ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევის შესახებ;
3.    ფაკულტეტის დებულების შესაბამისად  ფაკულტეტის საბჭოს იმ წევრთა უფლებამოსილების ვადა, რომლებიც წარმოდგენილნი არიან კათედრებიდან 2 აკადემიური პერსონალით, გაგრძელდეს აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ვადით;
4.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს;
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


  ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი       თ. ბერიძე         



« უკან დაბრუნება