2016-07-01
ბრძანება №:18/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№18/29 - 01                                                                                                                                         27.06.2016                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ       


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
ა) ირაკლი ასლანიშვილი - სადისერტაციო თემა: „დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა საქართველოში და რეფორმის თანმდევი რისკების ეფექტიანი მართვა“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: ასოცირებული პროფესორი ავთანდილ ჩუთლაშვილი;         
ბ) მიხეილ ჩიკვილაძე - სადისერტაციო თემა: „საგადასახადო დანაკარგები და მათი მინიმიზაციის შესაძლო მიმართულებები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე;         
გ) ნინო ურუშაძე - სადისერტაციო თემა: „სასტუმრო მეურნეობის სტრატეგიული მართვის პრობლემა საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;                 
დ) ნინო ლობჟანიძე - სადისერტაციო თემა: „კონკურენცია ქართული მინერალური წყლების ბაზარზე და პროდუქტის კონკურენტუნარიანობის შეფასება“, მეცნიერ-ხელმძღვანელე:  პროფესორი ეთერ ხარაიშვილი.                 
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი       თეიმურაზ ბერიძე 

« უკან დაბრუნება