2012-12-25
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის №147/01-01 (31.10 2012)
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№24/23-01 01.11.2012
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი ა. ხელაძე
№24/23-01 01.11.2012
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის №147/01-01 (31.10 2012) ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- ჩატარდეს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები ტურიზმის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრებზე 2012 წლის 1_2 ნოემბერს;
- კათედრის მიერ არჩევნების შედეგების წარმოდგენა დეკანატში განხორციელდეს სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების (კათედრების) სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით არაუგვიანეს 2012 წლის 5 ნოემბრის 13.00 საათისა;
- ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ დეკანატში ფაკულტეტის საბჭოს წარმომადგენელთა სია წარმოადგინოს 2012 წლის 5 ნოემბრის 13.00 საათზე;
- ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
- დაევალოს კანცელარიას ბრძანების ასლი გადასცეს კათედრებსა და სტუდენტურ თვითმმართველობას;
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი ა. ხელაძე
« იხ. ყველა სიახლე