2014-12-30
ბრძანება №:26/29 - 1

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტურანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

                                                                                                                                    
  №   26/29 - 1  
  30.12.2014                                                                      
  ქ.თბილისი


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტურანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
ა) ალექსანდრე დვალი - სადისერტაციო თემა: ,,კონკურენციის შედეგების მოდელური ანალიზი“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი იური ანანიაშვილი;
ბ)მაია გიორბელიძე - სადისერტაციო თემა: ,,ინკლუზიური ბიზნესის სოციალური ზემოქმედების შეფასება საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე, თანახელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე;
გ)გიორგი ტრაპაიძე - სადისერტაციო თემა: ,,მოტივაცია, სამუშაო სტრესი და შრომის მწარმოებლურობა საერთაშორისო ენერგოკომპანიებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე;
დ)ბონდო გასვიანი - სადისერტაციო თემა: ,,საერთაშორისო ბიზნესის სამეწარმეო სტრუქტურების განვითარების ძირითადი მიმართულებები გლობალიზაციის პირობებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი თეიმურაზ შენგელია;
ე) ქრისტინე ოდიშვილი - სადისერტაციო თემა: „ადამიანური რესურსების მართვის გამოწვევები თანამედროვე ბიზნესში (მომსახურების სფეროს მაგალითზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე;
ვ)კესო სუმბაძე - სადისერტაციო თემა: „კომუნიკაციური კავშირების გავლენა გადაწყვეტილებების ეფექტიანობაზე“ , მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე;
ზ)ქეთევან ღამბაშიძე - სადისერტაციო თემა:  „ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების საექსპორტო სტრატეგიების ანალიზი და განვითარების პერსპექტივები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი  გიორგი ღაღანიძე;
თ)ლაშა დიდიძე - სადისერტაციო თემა: „ორგანიზაციული სტრუქტურის ვირტუალიზაციის პრობლემა და პერსპექტივები (საქართველოს მაგალითზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   ბადრი  რამიშვილი;
ი)ნანა ფუხაშვილი - სადისერტაციო თემა: „კონფლიქტების მართვის გამოწვევები თანამედროვე მენეჯმენტში“,  მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  გიული ქეშელაშვილი;
კ)გიორგი მორჩილაძე - სადისერტაციო თემა: „ინოვაციების მართვის პროცესში გადაწყვეტილების მიღების გამოწვევები საქართველოს მსხვილი საწარმოების მაგალითზე (მომსახურების სფეროში), მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასისტენტ- პროფესორი  მანანა ხარხელი;
ლ)ნათია ოდიშარია - სადისერტაციო თემა: „მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი და მისი სრულყოფის მიმართულებები საქართველოში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი;
მ)გიორგი ჩხიტუნიძე  - სადისერტაციო თემა: „პერსონალის შერჩევის მართვის სრულყოფის გზები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი;
ნ)ცოტნე ჩიქობავა - სადისერტაციო თემა: „საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების თეორიული მოდელი“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი  თეიმურაზ ბერიძე.
2.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროს მანანა ლობჟანიძეს.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის  დეკანი,  პროფესორი                    თეიმურაზ ბერიძე 
« უკან დაბრუნება