2017-09-25
ბრძანება №:18/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ
ს სიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 18/29 - 01
20.09.2017
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. ირაკლი დანელია - „გეოეკონომიკური ჰაბის სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო პაპაჩაშვილი;
1.2. მარიამ კევლიშვილი - „სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის გზები კრიზისების მართვაში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე;
1.3. სულხან ტაბაღუა - „ფისკალური სტიმულების გავლენა ეკონომიკურ ზრდაძე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი იური ანანიაშვილი;
1.4. რუსუდან სრესელი - „შიდა კონტროლის და შიდა აუდიტის დანერგვასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების კვლევა“, მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი ელენე ხარაბაძე;
1.5. ლაშა არევაძე - „სამთავრობო დანახარჯების მულტიპლიკატორის შეფასება, საქართველოსა და გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების ეკონომიკებისათვის“, მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი იური ანანიაშვილი;
1.6. ნინო მელითაური - „წონასწორობა კონკურენტულ ეკონომიკაში საზოგადოებრივი საქონლისა და ექსტერნალიების გათვალისწინებით“, მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი იური ანანიაშვილი;
1.7. გივი მაკალათია - ,,საბიუჯეტო პოლიტიკის როლი ეკონომიკურ ზრდაში საქართველოს მაგალითზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
1.8. ირაკლი ასლანიშვილი - „ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ჩარჩო პირობების გავლენა ქვეყნის ბიზნეს გარემოს ფორმირებასა და განვითარებაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი;
1.9. ლელა მამალაძე - „ინტერესთა ჯგუფების გავლენა ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი;
1.10. გიგა კიკორია - „საცხოვრისის ბაზარი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი ქეთევან მარშავა;
1.11. ლაშა ნიკოლაიშვილი - „ფინანსური ინსტიტუტების ეკონომიკური კაპიტალის შეფასების მეთოდები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ემზარ ჯგერენაია;
1.12. თეონა მაკალათია - ,,შიდა აუდიტი კორპორაციული მართვის სისტემაში და ევროკავშირის დირექტივების გავლენა აუდიტის ბაზრის ფორმირებაზე საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნანა სრესელი;
1.13. ნინო ქადაგიშვილი - ,,ლიზინგის განვითარების ტენდენციები, მისი რეგულირებისა და აღრიცხვის სრულყოფის გზები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნანა სრესელი;
1.14. ქეთევან ყარაულაშვილი - ,,ძირითადი საშუალებებისა და საინვესტიციო ქონების აღრიცხვისა და აუდიტის მეთოდოლოგიური საკითხების ანალიზი და სრულყოფის გზები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნანა სრესელი;
1.15. გიორგი ბერძენიშვილი - ,,ინვესტიციების აღრიცხვის სრულყოფის საკითხები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნადეჟდა კვატაშიძე;
1.16. ნიკოლოზ მჭედლიძე - ,,ფინანსური ანგარიშგების ბენჩმარკინგის სრულყოფის საკითხები საქართველოს მაგალითზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი;
1.17. ლევან ჭყოიძე - ,,ფინანსური ანგარიშგების ანალიზის ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელებით უზრუნველყოფის სრულყოფის საკითხები საქართველოს ბაზრისთვის“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი;
1.18. ლელა მესხიშვილი - ,,ჰოსტელების ბიზნესში კონკურენტუნარიანობის ამაღლების ძირითადი გზები (საქართველოს მაგალითზე)", მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი იოსებ ხელაშვილი.
2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება