დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№01/01-01 15. 03 2012
სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისა და სტუდენტთა შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ვბრძანებ:
-
მკაცრად იქნას დაცული აკადემიური რეგისტრაციის ვადები 2011-12 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
-
სემინარულ მეცადინეობებზე არ იქნან პედაგოგების მიერ დაშვებული სტუდენტები, რომლებსაც არა აქვთ გავლილი აკადემიური რეგისტრაცია. გამონაკლისი დასაშვებია განხორციელდეს მობილობის წესით გადმოსული სტუდენტებისათვის.
-
სემინარულ მეცადინეობაზე დაშვებულ იქნას მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებმაც აკადემიური რეგისტრაცია გაიარეს კონკრეტულ ჯგუფში.
-
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს პედაგოგებისათვის სასწავლო ჯგუფებში რეგისტრირებული სტუდენტთა სიების მიწოდება სასწავლო პროცესის მართვის სისტემის (ბაზის) დახურვისთანავე.
-
პედაგოგებმა სტუდენტთა აღრიცხვა განახორციელონ მხოლოდ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ მიწოდებული სტუდენტთა სიების მიხედვით.
-
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა კონკრეტული სასწავლო ჯგუფის საგამოცდო უწყისში შეიტანოს მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებსაც აკადემიური რეგისტრაცია გავლილი აქვს ამ ჯგუფში.
-
ტუტორატმა და სტუდენტთა მომსახურეობის ჯგუფმა უზრუნველყონ აღნიშნული ბრძანების გაცნობა სტუდენტებისათვის.
-
ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
-
ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
დეკანის მ. შ. აკაკი ხელაძე