თსუ რექტორის ბრძანება N95/01/01 20.07.2012 ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და ასევე, პროფესორ-მასწავლებლების მიერ ავადმყოფობის გამო გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენის თაობაზე შესრულების მიზნით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
Y2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგებისათვის ძალაში რჩება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ.შ. ბრძანება N08/01-01 12.04.2012. ლექცია-სემინარების აღდგენის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილ იქნას დადგენილი ფორმით (იხ. დანართი 1);
-
კათედრის ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ ბრძანების გაცნობა აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგებისათვის;
-
ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში;
-
ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ა. ხელაძე