2015-11-24
ბრძანება №:31/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№31/29 -01
19.11.2015
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
ა) აკაკი მიქაბერიძე - სადისერტაციო თემა: "სოციალური პოლიტიკის სტრატეგია და მისი განხორციელების პერსპექტივები საქართველოში“ მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი;
ბ) სოფიო ჩიტაძე - სადისერტაციო თემა: „მეცნიერების განვითარების პოლიტიკა და მისი ზემოქმედება გარემოს დაცვის სტრატეგიის განხორციელებაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი;
გ) ნინო სუმბაძე - სადისერტაციო თემა: „ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებისა და ინტერესთა ჯგუფების მიზანთა წინააღმდეგობები და მათი დაძლევის გზები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი;
დ) მარიამ ჩაჩუა - სადისერტაციო თემა: „ჯანდაცვის პოლიტიკის შედეგები და მისი სრულყოფის გზები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი;
ე) გურგენ კალაშიანი - სადისერტაციო თემა: „საწარმოთა გაერთიანებების აღრიცხვის სრულყოფის საკითხები საქართველოს მაგალითზე“ , მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნადეჟდა კვატაშიძე.
2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება