2019-06-13
ბრძანება №:29/29-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2019 წლის 13 მაისის №111/01-01 და №112/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ” 2019 წლის 03 ივნისის №28/29–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე



სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№29/29-01
13.06.2019წ.
ქ. თბილისი


„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და   ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2019 წლის 13 მაისის №111/01-01 და №112/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის   ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ” 2019 წლის 03 ივნისის №28/29–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და   ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2019 წლის 13 მაისის №111/01-01 და №112/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის   ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ” 2019 წლის 03 ივნისის №28/29–01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ელისო კვირკაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;
2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის დეკანი,     პროფესორი    გიორგი ღაღანიძე

« უკან დაბრუნება