2014-07-30
ბრძანება №:19/29-1
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისრექტორის 2014 წლის 10 ივნისის №88/01–01 ბრძანება „ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ დაცვის უზრუნველყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№19/29-1
29.07.2014
ქ.თბილისი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისრექტორის 2014 წლის 10 ივნისის №88/01–01 ბრძანება „ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ დაცვის უზრუნველყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტისსაფუძველზე
ვბრძანებ:
1. სემინარულ მეცადინეობებზე პედაგოგების მიერ არ დაიშვებიან სტუდენტები, რომლებსაც არა აქვთ გავლილი აკადემიური რეგისტრაცია, გამონაკლისი დასაშვებია განხორციელდეს მობილობის წესით გადმოსული და სოციალურად დაუცველი კატეგორიის სტუდენტებისათვის.
2. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს პედაგოგებისათვის სასწავლო ჯგუფებში რეგისტრირებული სტუდნეტების სიების მიწოდება სასწავლო პროცესის მართვის სისტემის (ბაზის) დახურვისთანავე.
3. სემინარული/პრაქტიკული მეცადინეობის ლექტორებმა უზრუნველყონ მიმდინარე შეფასებების კომპონენტების აღრიცხვა სემინარული მეცადინეობის დაწყებისთანავე.
4. მიმდინარე შეფასების აღრიცხვისა და სილაბუსში აღნიშნული შეფასებების სისტემის შესაბამისობა გაკონტროლდეს შესაბამისი კათედრების ხელმძღვანელების და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ.
5. შეფასების სისტემაში დაშვებული შეცდომების გასწორება შესაძლებელია ბაზის ადმინისტრატორის მიერ დადგენილი ფორმით (იხ. დანართი).
6. მიმდინარე შეფასებების შესწორება ყოველი კონკრეტული სემესტრისათვის, დაუშვებელია სასწავლო პროცესის ბოლო სასწავლო კვირის სასემინარო მეცადინეობიდან მე-7 კალენდარულ დღეზე გვიან.
7. შეფასების სისტემის ცალკეული კომპონენტის აღდგენა (ყოველკვირეული ტესტი, სემინარი, საკონტროლო და ა.შ) შესაძლებელია სასწავლო დისციპლინის/კურსის სილაბუსისშესაბამისად.
8. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
9. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროში.
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება