2014-03-11
ბრძანება №:6/29 - 1

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 29 იანვრის №01/29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№   6/29-1
 
07.93.2014
ქ.თბილისი  
                                                                                                                                                                                                                                                                                                                      
სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 29 იანვრის №01/29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
            
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    შევიდეს ცვლილება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2004 წლის სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით“ დეკანის 2014 წლის 29 იანვრის №01/29 ბრძანებაში, თსუ-ს რექტორის 2014 წლის 28 თებერვლის №41/01-01 ბრძანების (იხ.დანართი:  http://tsu.edu.ge/ge/juridical/orders/uSaITMWwapSA42Bz/?p=1 ) შესაბამისად და მისი მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „წარმოდგენილ იქნეს მოხსენებები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარიაში 2014 წლის 10 მარტის ჩათვლით, 9.00–18.00 სთ (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქ. N2 (უნივერსიტეტის მე–10 კორპუსი), ოთახი N310)“.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს  ბრძანება განათავსოს ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



დეკანი, ასოცირებული პროფესორი                  თეიმურაზ ბერიძე                                                                                        

« უკან დაბრუნება