2017-09-25
ბრძანება №:19/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის წარმომადგენლის ვაკანსიის შევსების მიზნით არჩევნების დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№19/29 - 01
20.09.2017
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის წარმომადგენლის ვაკანსიის შევსების მიზნით არჩევნების დანიშვნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დებულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტისა და ემერიტუს ქეთევან მარშავას განცხადების (5717/29, 19.09.2017) შესაბამისად
ვბრძანებ:
1. ჩატარდეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის წარმომადგენლის ვაკანსიის შევსების მიზნით არჩევნები.
- ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა – 1 (ერთი) წევრი.
2. ეთხოვოს ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელს პროფესორ სიმონ გელაშვილს არაუგვიანეს 2017 წლის 9 ოქტომბრისა წარმოადგინოს ფაკულტეტის კანცელარიაში (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X ) ოთახი №310) ამონაწერი კათედრის სხდომის ოქმიდან ფაკულტეტის საბჭოს წევრის არჩევის შესახებ.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თ. ბერიძე
« უკან დაბრუნება