2019-02-06
ბრძანება №:19/29 - 01
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 9 იანვრის #2/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№19/29 - 01
06.02.2019
ქ.თბილისი
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 9 იანვრის #2/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 9 იანვრის #2/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების მიზნით, შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;
ბ) სოფიო ოდიშარია - კანცელარიის უფროსი სპეციალისტი, აპარატის წევრი;
გ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი.
2. დაევალოს საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 18 თებერვლის ჩათვლით 9:30-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) საკონკურსო საბუთების მიღება მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი №403.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე
« უკან დაბრუნება