2015-03-04
ბრძანება №:07/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№   07/29 - 01      
04.03.2015      
ქ.თბილისი


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
ა) სოფიო  თაღიაშვილი - სადისერტაციო თემა: ,,ფისკალური პოლიტიკის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასისტენტ-პროფესორი მარინა ტაბატაძე;
ბ) თამთა ქორიძე - სადისერტაციო თემა: ,,საგადასახადო პოლიტიკის ევოლუცია პოსტსაბჭოთა პერიოდში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი ავთანდილ სილაგაძე;
გ) ნინო  ლომიძე - სადისერტაციო თემა: ,,ფინანსური ანგარიშგების ანალიზის სრულყოფის მიმართულებები ბინათმშენებელ დეველოპერულ კომპანიებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე;
დ) დიმიტრი ჭრელაშვილი - სადისერტაციო თემა: ,,საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნის განხორციელება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი;
ე)გიორგი ომანაძე -  სადისერტაციო თემა: „ევროკავშირის და ევრაზიული კავშირის ეკონომიკური მოდელები და საქართველოს ინტეგრაციული პერსპექტივები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა;
ვ) ნათია გიგინეიშვილი - სადისერტაციო თემა: ,,გენდერული პრობლემების სტატისტიკური კვლევა (საქართველოს და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი ქეთევან მარშავა;
ზ) მერი დაუშვილი - სადისერტაციო თემა:  ,,საბაჟო სტატისტიკის ინსტიტუციური რეფორმირება საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე;
თ) ნინო ზურაშვილი - სადისერტაციო თემა:  ,,დეველოპერული კომპანიების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების გზები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი დავით ნარმანია;
ი) მათე ქობალია - სადისერტაციო თემა: ,,ადამიანური პოტენციალის განვითარება და პერსონალური ეფექტიანობა“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე;
კ) ვლადიმერ ხიხაძე - სადისერტაციო თემა: ,,კონკურენციის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები და წინააღმდეგობები“,  მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შალვა გოგიაშვილი;
ლ) ალექსანდრე ვაჭარაძე - სადისერტაციო თემა: ,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ეფექტიანობის ამაღლების ეკონომიკური პოლიტიკა“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი;
მ) თამთა ტურაშვილი - სადისერტაციო თემა:  ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების მართვის ოპტიმიზაციის საკითხები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლელა ბახტაძე;
ნ) ქეთევან ღუდუშაური - სადისერტაციო თემა:  ,,ფინანსების კონტროლის ფუნქციის თავისებურებანი და განხორციელების პრობლემები თანამედროვე საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი იოსებ არჩვაძე;
ო) ლანა სულაკაძე - სადისერტაციო თემა:  ,,საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ინვესტიციები და მისი ფინანსური შედეგები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე;
პ) დავით რუსია - სადისერტაციო თემა:   ,,კომერციული ბანკის სტრატეგიული მმართველობა და რეინჟინერინგი“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;
ჟ) თამარ ღუტიძე - სადისერტაციო თემა:  ,,აგრობიზნესის ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმი საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;
რ) გიორგი  ბოგველი - სადისერტაციო თემა:  ,,მმართველობითი ინოვაციების გავლენა კომპანიების კონკურენტუნარიანობაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი;
ს) დავით ხუციშვილი - სადისერტაციო თემა: ,,მერჩენდაიზინგის მარკეტინგული კვლევა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა;
ტ) ლევან კობახიძე - სადისერტაციო თემა: ,,ელექტრონული ფულადი ბაზრის ფუნქციონირების მექანიზმი და განვითარების ძირითადი ტენდენციები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი ლეილა ღუდუშაური.
2.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროს მანანა ლობჟანიძეს.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი      თეიმურაზ ბერიძე                  

« უკან დაბრუნება