2015-03-04
ბრძანება №:06/29 - 1

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№   06/29 - 1       
02.03.2015    
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი ელენე ხარაბაძე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;              
გ)  პროფესორი მაია მარგველაშვილი;                                                                       
დ) პროფესორი  იაშა მესხია;     
ე) პროფესორი  დემურ სიჭინავა;                 
ვ) პროფესორი  გიორგი ღაღანიძე;                                                                                             
ზ) პროფესორი თემურ შენგელია;                         
თ) ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე;
ი) ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი;
კ) ასისტ. პროფესორი ეკატერინე გულუა – მდივანი.
2.    სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი №513) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 4.03.2015  განხორციელდეს 14:00 სთ-ზე.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.






ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის    დეკანი, პროფესორი    თ. ბერიძე

« უკან დაბრუნება