2019-09-17
ბრძანება №:40/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტისთვის დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის ცვლილების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№40/29 - 01                                                                                                                                             02.09.2019
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტისთვის დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის ცვლილების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 15 აგვისტოს N13 ოქმის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 2.    ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თამარ თორიას, სადისერტაციო თემის:  „ხარისხის მართვის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები სასტუმრო ინდუსტრიაში“ ნაცვლად დაუმტკიცდეს: "ხარისხის მენეჯმენტის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები ტურიზმთან დაკავშირებულ კრიზისულ ვითარებებში" (საქართველოს მაგალითზე).
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ ხელაშვილი
2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,     პროფესორი    გიორგი ღაღანიძე


« უკან დაბრუნება