თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I და II კურსის სტუდენტთა 2008-2009 სასწავლო წლის II სემესტრის შუალედური გამოცდის ჩატარების წესის შესახებ
1. შუალედური გამოცდები ჩატარდეს 22 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით;
2. შუალედური გამოცდების ორგანიზებულად ჩატარება უზრუნველყოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (ბ. მღებრიშვილი) შესაბამისი საგნის კათედრებთან ერთად;
3. შუალედური გამოცდები ჩატარდეს თანდართული განრიგის შესაბამისად (დანართი 1, 2);
4. შუალედური გამოცდების პერიოდში, კერძოდ VIII კვირაში (22 – 26 აპრილი) პირველი კურსის სტუდენტები და IX კვირაში (27 აპრილი – 2 მაისის) მეორე კურსის სტუდენტები განთავისუფლდენენ ლექცია-სემინარებიდან;
5. სტუდენტი ვალდებულია შუალედურ გამოცდაზე თან იქონიოს პირადობის მოწმობა და სტუდბილეთი;
6. სემესტრული შუალედური გამოცდის შეფასების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა;
7. სტუდენტი უფლებამოსილია წერილობითი განცხადების საფუძველზე საგამოცდო შედეგების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში გაეცნოს შუალედურ საგამოცდო ნაშრომს შესაბამის კათედრაზე;
8. საგამოცდო ნაშრომის გაცნობა გულისხმობს მისი შინაარსის ადგილზე გაცნობას, ამონაწერების გაკეთებას, საკუთარი ხარჯებით ქსეროასლების მოთხოვნას;
9. სტუდენტი, რომელიც არ ეთანხმება სემესტრულ შუალედურ გამოცდაზე მიღებულ შედეგს, უფლებამოსილია, შედეგის ოფიციალური გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დასაბუთებული საჩივრით მიმართოს დეკანატს და მოითხოვოს საგამოცდო შედეგების გადასინჯვა;
10. ფაკულტეტის დეკანის მ.შ.-ის დავალებით შესაბამისი საგნის კათედრის ხელმძღვანელის მიერ და მისი უშუალო მონაწილეობით შექმნილი საპრეტენზიო კომისია საჩივრის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საჩივართან დაკავშირებით;
11. დაუშვებელია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების მომჩივანის საუარესოდ შეცვლა;
12. საპატიო მიზეზით შუალედური გამოცდის გადავადების მოთხოვნა შესაძლებელია სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც უნდა მიეთითოს გადავადების საპატიო საფუძველი. წერილობითი განცხადება შუალედური გამოცდის გადავადების შესახებ დაკმაყოფილდება სტუდენტის ან მისი მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის და მისი სათანადოდ გადამოწმების საფუძველზე;
13. გადაწყვეტილებას სტუდენტისათვის შუალედური გამოცდის გამეორების უფლების მინიჭების შესახებ იღებს უშუალოდ ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ.შ.
ჯ. ჯანჯღავა